ახალ წლამდე რამდენიმე დღე დარჩა. სახალწლო განწყობა მთელს ქალაქში იგრძნობა. განსაკუთრებული ციებ–ცხელება კი ახალციხის ბაზარშია.
ერთი კილოგრამი საქონლისა და ღორის ხორცი 13 ლარი, ქათამი 13 ლარიდან ზევით, გოჭი ერთი კილოგრამი 10 ლარი, ინდაური 40 ლრიდან ზევით, გარჩეული ნიგოზი 20 – დან–25 ლარამდე, თაფლი 15, ჩურჩხელა 2 ლარი, ერთი კილოგრამი თხილი 10 ლარი–ასეთია საახალწლო ფასები სამომხმარებლო პროდუქტზე. ადგილობრივების გარკვეული ნაწილი ამბობს, რომ გასულ წლებთან შედარებით სურსათზე ფასები საკმაოდ გაიზარდა. გარკვეული ჯგუფი კი მიიჩნევს, რომ წინასაახალწლოდ პროდუქტის ღირებულება ტრადიციულად ყოველ წელს იზრდება.
ახალციხის ბაზარში წინასაახალწოდ მოხმარებელთა სიმცირეზე საუბრობენ მეწარმეები. მათი თქმით, ხალხს პროდუქტის ყიდვის საშუალება არ აქვს, შესამბამისად, მეწარმეთა შემოსავლის წყაროც შემცირებულია.
ახალციხის ბაზრის დირექტორის თქმით, ფასებს გლეხები და მოვაჭრეები არეგულირებენ. ნოდარ გოროხოვის განმარტებით, სოფლის პროდუქტების ღირებულება გაზრდილი არ არის, ფასების ცვლილება საზღვარგარეთიდან შემოტანილ სურსათს შეეხო. მისი თქმით, ისეთ პროდუქტზე, რომელიც ამ ეტაპზე საახალწლოდ ნაკლებად გამოსაყენებელია ფასები შემცირებულია.
წინასაახალწლოდ ბაზარში ნაძვის ხის სათამაშოები, შუშხუნებისა და ჩიჩილაკების ფართო არჩევანია. საახლწლო აქსესუარების ფასები კი საშუალოდ 1 ლარიდან 60 ლარამდე მერყეობს. გაზრდილი ღირებულებისა და ოჯახის მცირე ბიუჯეტის მუხედავად, საახალწლოდ თითქმის ყველა დიასახლისი ემზადება. ისინი 2015 წლის დადგომას უკეთესი მომავლის იმედით ხვდებიან.