”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალგაზრდა პოეტების შემოქმედებითი საღამო ახალციხეში

ახალგაზრდა პოეტებმა საკუთარი შემოქმედება საზოგადოებას წარუდგინეს.  საღამო ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შედგა.

10–მდე ახალგაზრდამ ლექსები წაიკითხა და ადგილობრივ სახალხო მთქმელს  ვასილ კვინცხაძეს მოუსმინა.

ღონისძიების მონაწილეთა თქმით, მათ საშუალება მიეცათ,  საკუთარი შემოქმედება ფართო საზოგადოებისთვის გაეცნოთ.  საღამო ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. მარინა გოგოლაძის განმარტებით,  ანალოგიური სახის ღონისძიებებს ყოველწლიურად აწყობენ. შეხვედრების მიზანს ახალგაზრდა პოეტების საზოგადოებისთვის გაცნობა წარმოადგენს.

Information

This entry was posted on 29/12/2014 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე