გამგეობის ყოფილი თანამშრომლების საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე ის ორი მუშა დაიკითხა, რომლებიც ასპინძის ქუჩის 28–ე კორპუსის სახურავზე სამუშაოებს ხეზე ასრულებდნენ. ჩვენება მძღოლმაც მისცა. მან ობიექტზე გადასახური მასალა მიიტანა. ბრალდებულების ადვოკატის თქმით, მუშებმა პროცესზე დაადასტურეს, რომ ქასრაშვილსა და მერაბიშვილს ბრალი არაფერში მიუძღვით. ირაკლი ბარძიმაძის მტკიცებით, დაკვითხვისას მათ განაცხადეს, რომ გადახურვითი სამუშაოების დროს არცერთი კუბური მეტრი მასალა არ დაკლებია. მისივე თქმით, მოწმეების ჩვენებებიდან გამომდინარე სამუშაოების შესასრულებლად იმაზე მეტი მასალა დაიხარჯა, ვიდრე ეს ბრალდების მხარის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნაშია მითითებული.
სხდომა, დაახლოებით, 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შემდეგი სასამართლო პროცესი 13 იანვარს 11 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს გიორგი ქასრაშვილსა და რევაზ მერაბიშვილს ბრალად სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურეობრივი სიყალბე და დიდი ოდენობით თანხების მითვისება ედებათ.
You must be logged in to post a comment.