”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ხანძთელის სახელობის სტიპენდია ინიშნება

universiteti    სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრიგოლ ხანძთელის სახელობის სტიპენდია ინიშნება. 2015 წლიდან ფულად თანხას 200 ლარის ოდენობით, ერთი, ყველაზე საუკეთესო სტუდენტი ყოველთვიურად მიიღებს.

როგორც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განმარტავენ, სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტი არა ერთი კრიტერიუმით შეფასდება: მაღალი აკადემიური მოსწრება, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სასწავლო კურსის უმაღლესი შეფასება, აქტიურობა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში – ჩამოთვლილი მაჩვენებლები ერთი ახალგაზრდის არჩევისას გადამწყვეტი იქნება.

უნივერსიტეტეის რექტორის თქმით, სტუდენტი, რომელსაც სტიპენდია დაენიშნება, ობიექტურად შეირჩევა, რაზეც სპეციალურად შექმნილი კომისია იმსჯელებს.

აღნიშნულისათვის თანხა პრეზიდენტის ფონდიდან გამოიყოფა.

Information

This entry was posted on 25/12/2014 by in განათლება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე