ქალაქ ახალციხის ცენტრალურ პარკში ხელოვნური ნაძვი ბუნებრივმა ჩაანაცვლა. ნაძვის ხის მორთვის პროცესი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის პარალელურად საკონცერტო სცენა დამონტაჟდა. როგორც ქალაქის მერიაში განმარტავენ, ბუნებრივი ნაძვის მორთვა კულტურის სამსახურის იდეა იყო. მათივე განმარტებით, ხელოვნური ნაძვის ხე, რომელიც ცენტრალურ პარკში გასულ წელს იდგა, მწყობრიდან გამოვიდა, დაზიანდა მოსართავებიც, ამიტომ, საახალწლო სამზადისისათვის ადგილობრიოვმა თვითმმართველობამ 40 000 ლარი გამოყო.
ახალი წლის ღამისთვის კი ახალციხეში როგორც ინდივიდულურ შემსრულებლებს, ასევე მუსიკალურ ჯგუფებს ელოდებიან. სავარაუდოდ ღონისძიება 21:30 საათზე დაიწყება. საღამოს ფეიერვერკი დაასრულებს, რომელიც ახალციხის ციხის ტერიტორიაზე დამონტაჟდება.