”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

დაკისრებული ჯარიმის მიუხედავად, „ეს–ჯი გაზ–კომპანი“ მოსახლეობას გაზს არ აწვდის

ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მცხოვრებ  17 ოჯახს  ბუნებრივი აირი ისევ არ მიეწოდება. მიუხედავად იმისა, რომ „სამცხე–ჯავახეთის გაზ  კომპანი“  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა  კომისიამ 15 000 ლარით დააჯარიმა, კომპანიამ  აირის მიწოდება მოსახლეობას მაინც არ აღუდგინა.

ადგილობრივები „ ეს–ჯი  გაზ–კომპანი–„ს  უფლებების შელახვაში  ადანაშაულებენ.   მათი თქმით, აირის მიწოდება უკანონოდ შეუწყდათ. დაზარალებულები იმასაც  ყვებიან, რომ  მოქალაქეთა მრიცხველები „სამცხე–ჯავახეთის გაზის კომპანიამ“ განზრახ დააზიანა და მათგან თანხის გამოძალვას ამ გზით შეეცადა.

მოსახლეობა ამბობს, რომ მათ ცხოვრება კვლავ გაუსაძლის პირობებში უწევთ. განსხვავებული  არგუმენტები  აქვთ  გაზკომპანიაში. ისინი   ირწმუნებიან, რომ მაისის თვეში 17 ოჯახთან ერთად სულ 200–მდე ოჯახი  დაჯარიმდა. მიზეზი ხელოვნურად დაზიანებული მრიცხველები იყო, რათა აბონენტებს დახარჯულზე ნაკლები საფასური გადაეხადათ. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, ჩვიდმეტი ოჯახისათვის ჯერ მრიცხველის ჩამორთმევა, შემდეგ კი ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა სწორედ აღნიშნულის გამო მოხდა. რაზმიკ აღუმაშიანი ურჩი აბონენტებისგან  დავალიანების დაფარვას მოითხოვს და აცხადებს, რომ  ბუნებრივი აირის მიწოდება მათ მანამდე არ აღუდგებათ, ვიდრე აღნიშნული ოჯახები დავალიანებას არ გადაიხდიან. დაზარალებულები თანხის გადახდას არ აპირებენ.

Information

This entry was posted on 24/12/2014 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე