,,სოლიდარობა ძალადობის მსხვერპლს ქალებს“– ამ სახელწოდებით დღეს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა. საინიციატივო ჯგუფ ,,მესხ ქალთა გაერთიანებისა“ და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა, ძალადობის კუთხით, ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს.
მათი თქმით, ძალადობის მსხვერპლთა მიმართ, სოლიდარობის გამოჩენა აუცილებელია. შეხვედრაზე მონაწილეებმა, სხვადასხვა დროს, ჩაგრულთა მიმართ საზოგადოების მხრიდან სოლიდარობის გამოჩენის შემთხვევებზე ისაუბრეს. გარდა ამისა, მათ ფილმი სახელწოდებით, ,,სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები„ ნახეს, რის შემდეგაც დისკუსია გაიმართა.