”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

„მეცხრე არხის“ სატელევიზიო მასალამ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა

„მეცხრე არხის“ სატელევიზიო მასალამ მედია კონკურსში პირველი ადგილი აიღო. თაკო ფეიქრიშვილის ტელე-სიუჟეტმა სახელწოდებით „გავა თუ არა პროდუქცია ევროპულ ბაზარზე ახალციხიდან“ – ჟიურის მოწონება ყველაზე მეტად დაიმსახურა. მეცხრე არხის ჟურნალისტს საჩუქრად პლანშეტი და სიგელი გადაეცა.

დაჯილდოების ცერემონია ქუთაისში შედგა.

ჟურნალისტური კონკურსი თემაზე: „მეტი ინფორმაცია ევროკავშირის შესახებ“ 31 ნოემბერს „ნოდერლანდების ინსტიტუტის მრავალპარტიულმა დემოკრატიამ“ გამოაცხადა. მასში მონაწილეობა მედიის ყველა საშუალებამ მიიღო. კომპეტენტურმა ჟიურიმ სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით, 6 გამარჯვებული დაასახელა .

კონკურსის მიზანს საუკეთესო ჟურნალისტური მასალების გამოვლენა წარმოადგენდა, სადაც საუბარი იქნებოდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმებების, ვალდებულებების და გამოწვევების შესახებ.

Information

This entry was posted on 23/12/2014 by in მედია.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე