”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამტკიცდა

2, adigeni partiebi.avi_000107520ადიგენის მუნიციპალიტეტმა 3 004 730 ლარით 2015 წლის ბიუჯეტი  დაამტკიცა.  აღნიშნულთან დაკავშირებით გამგეობაში საკრებულოს სხდომა დღეს გაიმართა, რომელსაც 30 დეპუტატიდან  21 მათგანი დაესწრო. მუნიციპალიტეტის მთავრი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებას  მხარი 16–მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ხუთმა წარმომადგენელმა უნდობლობა გამოუცხადა.

ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე „მეცხრე არხთან“  სატელეფონო საუბარში განმარტავს, რომ მომავალ წელს მთავრი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურუქტურული სფეროა. ლევან ლობჟანიძის თქმით, რამდენიმე  სოფლებში მისასვლელი  გზები მოასფალტდება, მოწესრიდება სამელიორაცო და სასმელი წყლის სისტემები.

ინფრასტრუქტურის შემდეგ ადიგენისათვის, ასევე  პრიორიტეტული სოციალური და ჯანდაცვის სფეროები იქნება, რისთვისაც მომავალი წლის ბიუჯეტში 69 ათასი ლარი გაიწერა. 2015 წლის ბიუჯეტში 5 ათასი ლარით  შემცირდა თანხები ახალშობილთა დახმარებისათვის, რაც ლობჟანიძის განმარტებით, გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მუნიციპალიტეტში შობადობა დაბალი იყო.

ადიგენის  გამგეობამ ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა ნოემბრის თვიდან დაიწყო.

Information

This entry was posted on 22/12/2014 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე