”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მართლმადიდებლური სამყარო ნიკოლოზობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი მრევლი საქართველოს ეკლესიის მფარველის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა.

წმინდა ნიკოლოზი საქართველოს ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც მას პატრიარქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეავედრა.

წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი ყრმობიდანვე განსაკუთრებული იყო.

325 წელს წმინდანი ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში მონაწილეობდა, რომელზეც სამების ერთარსებობის დოგმატი დაამტკიცეს. იგი ამასთან დაკავშირებით ერეტიკოსების წინააღმდეგ იბრძოდა.

მორწმუნეები მღვდელთმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ.

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდანის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 19 დეკემბერს, მისი გარდაცვალების დღეს და 22 მაისს, როცა მისი წმინდა ნაწილები მირონიდან ქალაქ ბარში გადაასვენეს.

Information

This entry was posted on 19/12/2014 by in რელიგია.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე