დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა შსს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში მზრუნველობამოკლებულ და შშმ მოზარდებს საჩუქრები გადასცა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, წინასაახალწლო პერიოდთან დაკავშირებით, 200-მდე მოზარდს დახმარება გაეწია. დაცვის პოლიციის წარმომადგენლებმა თავშესაფრების ბინადრებს ტკბილეული, სურსათი და წიგნები გადასცეს.
საქველმოქმედო აქცია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.
You must be logged in to post a comment.