”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მერიაში ჭადრაკში ტურნირი გაიმართა

ქალაქ ახალციხის მერიის კულტურის  სამსახურის ინიციატივით ჭადრაკში ტურნირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა  ორგანიზაცია–დაწესებულებების წარმომადგენლებმა ინდივიდუალურად მიიღეს, ხოლო  ახალციხის საჯარო და კერძო სკოლები გუნდურად ჩაერთვნენ.

http://youtu.be/WFwWLDTDoF0

ტურნირი წრიული სისტემით ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ორგანიზაცია- დაწესებულებებს შორის პირველი და მეორე ადგილი ახალციხის მერიის თანამშრომლებმა დაიკავეს, მესამე ადგილი კი კოლეჯ „ოპიზარის“ წარმომადგენელს ერგო.

სკოლებს შორის მოწინავე  ადგილი №1 საჯაროს სკოლის მოსწავლეთა გუნდმა აიღო, მეორე ადგილი № 5 საჯარო სკოლამ მოიპოვა , მესამე ადგილი კი № 6 საჯარო სკოლამ დაიკავა.

ახალციხის მერიამ გამარჯვებულებს თასები , მედლები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე