”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

“ქსელი“-პრემიერა მესხეთის თეატრში

ქალზე ძალადობა და ოჯახური პრობლემები, რომელსაც მანდილოსნები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან – ამ შინაარსის სპექტაკლი ახალციხელმა მაყურებელმა იხილა. „არტ ცენტრის“ პროექტის „თეატრი ბორბლებზე“, პირველი ექსპერიმენტული სპექტაკლი მესხეთის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში გაიმართა.
ამერიკელი დრამატურგის იუჯინ ო ნილის პიესა „ქსელი“, რეჟიორმა ვახტანგ ბერიძემ დადგა. იგი პრემიერაზე ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა. რეჟისორის თქმით, ოჯახურ ძალადობაზე საკუთარი პროტესტი აღნიშნული სპექტაკლით გამოხატა. სიუჟეტი, რომელიც 35 წუთის განმავლობაში ვითარდება, ჭლექით დაავადებულ როუზის და მის ოჯახს ეხება. ქმარი მეუღლეზე ყოველდღიურად ძალადობს, შვილს კი უდედმამო ბავშთა სახლში ჩაბარებით ემუქრება. მოულოდნელად, სტივისა და როუზის ცხოვრებაში ძებნილი ტიმ მორგანი ჩნდება, რომელიც ძალადობის მსხვერპლს სიკვდილისაგან იხსნის. მცირე სასიყვარულო ისტორია ტრაგედიით მთავრდება.
„არტ–ცენტრის“ პროექტმა – „თეატრი ბორბლებზე“ სვლა შუახევიდან დაიწყო და სხვადასხვა მუნიციპალიტეტი მოიარა.

Information

This entry was posted on 18/12/2014 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე