”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვანო მერაბიშვილის მშობლების სახლის ქურდობის ფაქტზე სამი პიროვნება დააკავეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,  წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი: 1993 წელს დაბადებული გიორგი შ, 1987 წელს დაბადებული ზაზა ქ. და 1989 წელს დაბადებული თამაზ ქ. ქურდობის ბრალდებით ახალციხეში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 16 დეკემბერს, დაბა აბასთუმანში ვანო მერაბიშვილის მშობლების საცხოვრებელ სახლში აბაზანის სარკმლიდან ფარულად შეაღწიეს, საიდანაც პლაზმური ტელევიზორები, ჭურჭელი, სხვადასხვა დასახელების სასმელი, მოვერცხლილი ხატი და საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარეს.სამართალდამცველებმა თბილისში, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მოპარული ნივთების გარკვეული ნაწილი ამოიღეს. ასევე, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბაზრობიდან მოპარული ჭურჭლის ნაწილი, ხოლო თბილისში მდებარე 2 ლომბარდიდან ტელევიზორი და ლეპტოპი ამოიღეს.

გამოძიება ბინაში უკანონოდ შეღწევით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

Information

This entry was posted on 18/12/2014 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე