აბასთუმანში ვანო მერაბიშვილის მშობლების სახლის ქურდობა გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდობის ფაქტზე დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. ნივთმტკიცების სახით სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთია ამოღებული.
ყოფილი პრემიერ მინისტრის მშობლების სახლი წუხელ გვიან ღამით გაქურდეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
დეტალურ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვიანებით გაავრცელებს.
You must be logged in to post a comment.