”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ზაზა მელიქიძე: ,,ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება”

წლის ბოლომდე სოფლის მხრდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტები დასრულდება – ამის შესახებ დღეს „მე–9 არხთან“  ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ისაუბრა. ადგილობრივი თვითმმართველობის ყოველკვირეულ თათბირზე, ზაზა მელიქიძემ რწმუნებულებთან ერთად,  სოფლის მხრდაჭერის პროგრამისა  და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული სამუშოების განხორციელებაზე ისაუბრა. მისი თქმით, პროექტებით გათვალისწინებული გეგმა ამ წელს მთლიანად შესრულდება.

გარდა ამისა, მან რწმუნებულებს მომავალი წლის პრიორიტეტების დაგეგმვასთან დაკავშირებით დავალება მისცა. მისივე განმარტებით, თებერვლის თვეში ახალი პროექტები უკვე მზად უნდა იყოს.

დღესვე მუნიციპალიტეტის გამგებელი ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულებს სოფლად არსებული სახნავ–სათესი მიწების დარეგისტრირების შესახებ ესაუბრა. ზაზა მელიქიძის თქმით, იმისთვის, რომ დასახლებებში არსებული რესურსი არ გასხვისდეს,  ტერიტორია საკუთრების ან იჯარის წესით აუცილებელია სოფლის სახელზე დაკანონდეს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე