ადიგენში თანამშრომელთა ატესტაცია გაიმართა. 27 თანამშრომლიდან ატესტაციის პირველ ეტაპზე – ტესტირებზე 8 მონაწილე ჩაიჭრა. საკონკურსო კომისიის თავმჯომარის განმარტებით, ატესტაციის მეორე ეტაპი – გასაუბრება, გამგეობაში 18 დეკემბერს გაიმართება. მინდია ჯელიას თქმით, იმ თანამშრომელთა პოსტებზე, რომლებიც საბოლოოდ ატესტაციას ვერ გაივლიან, კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.
ტესტირება ადიგენის მუნიციპალიტეტში 13 დეკემბერს გაიმართა. პროცესი გამოცდების ეროვნული ცენტრის მეთვალყურეობით ჩატარდა.
7 კაციანი საკონკურსო კომსიის შემადგენლობაში შედიან: კომისიით თავმჯდომარე მინდია ჯელია, იმედა მღებრიშვილი, ნოდარ ბალახაშვილი, ვაჟა მერაბიშვილი, გოდერძი სხირტლაძე, გიორგი მიქელაძე და იმედა ხომასურიძე.
You must be logged in to post a comment.