პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკა და მასწავლებელთა პროფესიული განათლების ახალი მოდელი– ამ საკითხებზე დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა. თამარ სანიკიძე უწყების წარმომადგენლებთან ერთად, მასწავლებლებს, ზოგადი განათლების სტრატეგის ძირითად პრინციპებსა და ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესულ ცვლილებებზე ესაუბრა. შეფასების ახალი სქემის შესახებ მათ პრეზენტაციაც გააკეთეს და ცვლილებების დადებით მხარეებზე ისაუბრეს. მინისტრის თქმით, ახალი სქემის ფუნქციონირების დაწყებას, წინ რამდენიმე ნორმატიული დოკუმენტის დამტკიცება უძღვის, ამიტომ პროცესი დაახლოებით 20 თებერვლისთვის ამოქმედდება.