ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის მაცხოვრებლებმა გაზეთ “სამხრეთის კარიბჭეს” რედაქციასთან აქციას გამართეს. მოკლული ბებიისა და შვილიშვილის თანასოფლელი ლალი მაისურაძე აცხადებს, რომ მკვლელობაში ბრალდებულის დის შვილმა მის წინააღმდეგ სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო პოლიციაში საჩივარი შეიტანა. გოგაშენის მოსახლეობა მოითხოვს, რომ აღნიშნულის თაობაზე მედიასაშუალებებმა ინფორმაცია გაავრცელონ და საზოგადოებას აჩვენონ, რომ ბრალდებულის ოჯახის წევრები დაზარალებულებს შეურაცხყოფას მუდმივად აყენებენ. ისინი მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრების სოფლიდან გასახლებასაც მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ თემს თავად დატოვებენ. მოსახლეობა ასევე, მოითხოვს, რომ პროკურატურამ ბრალდებულს განაჩენი დროულად გამოუტანოს.