”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მუნიციპალიტეტის თემში ტესტირება მიმდინარეობს

314G6242_01.AVI_000001160   ახალციხის მუნიციპალიტეტის თემში ტესტირება მიმდინარეობს.

გამგეობაში სახვადასხვა პოზიციების დასაკავებლად მსურველები გამოცდას, ახალციხის პირველ და მეხუთე საჯარო სკოლებში გადიან, რომელსაც გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს.

მუნიციპალიტეტის თემში ტესტირების გავლა დღეს ათი საათიდან დაიწყო  და  ხვალ დასრულდება.

პირველ ეტაპზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამოცხადებულ 65 ვაკანსიაზე 765 განაცხადი შევიდა. ყველაზე დიდი მოთხოვნა საქმის წარმოებისა და კადრების საკითხებში სპეციალისტის, ასევე საორგანიზაციო განყოფილების უფროსის პოზიციაზეა.

ცნობილია საკრებულოს აპარატში 5 თანამდებობაზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე შესულ განაცხადთა რაოდენობაც. წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატში პოზიციების დასაკავებლად 129 მსურველი იბრძოლებს.

Information

This entry was posted on 13/12/2014 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე