სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი საზოგადოებას ერთწლიანი მუშაობის ანგარიშს წარუდგენს. აკაკი მაჭუტაძე, ასევე, ისაუბრებს მთავრობის მიერ, ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე.
ანგარიშის წარდგენას მინისტრის მოადგილეები ქვეყნის სხვადასხვა უწყებიდან დაესწრებიან. შეხვედრაზე მიწვეულები არიან, ასევე, რეგიონის მუნიციპალიტეტების პირველი პირები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორის წევრები და მედია.
ანგარიშის წარდგენა სამცხე–ჯავახეთის სხელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში 13:30 საათზეა დაგეგმილი.
You must be logged in to post a comment.