”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

გიორგი ნათენაძის “მესხური” იაპონიის ღვინის ფესტივალზე

ახალგაზრდა მესხი მეღვინეს გიორგი ნათენაძის ღვინომ იაპონიაში ექსპორტიორთა დიდ მოწონება დაიმსახურა. ნათენაძის „მესხური“ ღვინის ფესტიალზე პირველად გავიდა და იგი  გამოცდილი მეღვინეებისთვის აღმოჩენა გახდა.

მასთან ერთად ღვინის ფესტივალზე საქართველოდან 7 მეღვინე იმყოფებოდა, რომელთაც ტრადიციული ქვევრის ღვინოები წარადგინეს.

გიორგი ნათენაძე მესხური ღვინის ექსპორტს იაპონიაში ერთი წელია ეწევა. თუმცა  მან ფესტივალის შემდეგ უამრავი შეკვეთა მიიღო.  ღვინის მცირე მარაგი კი ამ დროისათვის შესაძლებლობას არ აძლევს, ყველა შემკვეთის მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

ახალგაზრდა მეღვინე მომავალი წლიდან, ვენახის გაშენებას ხიზაბავრის ისტორიულ ტერასებზე გეგმავს, რომლის მეშვეობითაც ბიზნესის გაფართოებას იმედოვნებს.

Information

This entry was posted on 12/12/2014 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე