”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში განათლების მინისტრს ელოდებიან

3604sanikidze tt     სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ესტუმრება. თამარ სანიკიძესთან ერთად სასწავლებელს ეწვევა “ათასწლეულის გამოწვევის ფონდის” საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს დეკანი კენეთ ვოლში.

სტუმრები სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სანდიეგოს უნივერსიტეტისა და საქართველოს თანამშრომლობის პროექტის შესახებ ერთობლივ პრეზენტაციას გამართავენ.

შეხვედრა დღეს, 12 დეკემბერს, 12:00 საათზე სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება.

Information

This entry was posted on 12/12/2014 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე