”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

18 წლის ახალგაზრდა მამაკაცის გაუპატიურებაში ბრალდებული განაჩენს ასაჩივრებს

18 წლის ახალგაზრდა მამაკაცის გაუპატიურებაში ბრალდებული, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას,  უზენაეს სასამართლოში  აპირებს. 45 წლის მამაკაცი, ამ ეტაპზე სასჯელს ნომერ მერვე  დაწესებულებაში იხდის თუმცა, იგი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და თვლის, რომ განაჩენი ზედმეტად მკაცრია.

ბრალდებულის ადვოკატის თქმით, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება  გასაჩივრებული იქნა სააპელაციო სასამართლოშიც, თუმცა   მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. დავით ზარიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმებით,  საქმე უმაღლეს ინსტანციაში იქნება განხილული. შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს თანამშრომლებმა, ბრალდებული  მიმდინარე წლის 25 მაისს დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი 138–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რომელიც თავის მხრივ სექსუალური სახის ძალმომრეობას გულისხმობს. ეჭვმიტანილმა დანაშაული  აღიარა.  ახალგაზრდის გაუპატიურებაში ბრალდებულ 45 წლის მამაკაცს განაჩენი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, 19 სექტემბერს გამოუტანა. მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე