”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი 60 000 ლარით გაიზარდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი, 60 000 ლარით გაიზარდა–ცვლილებას, მეთორმეტე საკრებულო სხდომაზე, დეპუტატებმა კენჭი ერთხმად უყარეს.  ამ ეტაპზე თემის ბიუჯეტი სამი, მილიონ რვაას ორმოცი ათასი ლარის ნაცვლად, სამი მილიონ ცხრაასი ათასი ლარით განისაზღვრა.  მუნიციპალიტეტის  გამგეობის საფინასო – საბიუჯეტო სამსახურის უფროსის თქმით, არაფინანსური აქტივები შემცირდა, რის  ხარჯზეც სოციალური და ჯანდაცვის უზრუნველყოფისთვის  გამოყოფილი თანხები,  150 000 ლარით გაიზარდა.

გელა ლომიძის განმარტებით, ცვლილება  დეპუტატების შენიშვნების საფუძველზე და დელეგირებული უფლებამოსილების  ხარჯზე განხორციელდა. დღესვე, კენჭი ახალციხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ–გვერდის დებულების დამტკიცებასაც ეყარა. ამასთანავე, ახალციხის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო და არასამეწარმეო  იურიდიული პირების ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი განისაზღვრა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე