”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა  სახელწოდებით – „ჩვენ და ჩვენი უფლებები“გაიმართა.  მას ორგანიზება ასოციაცია „ლიბერალმა“ გაუწია.

შეხვედრას   არასამთავრობო ორგანიზაციების, იუსტიციის სახლის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.  მონაწილეებმა ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ისაუბრეს. ასევე განმარტეს, თუ როდის და როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები.

მათ ასევე სოლიდარობა გამოუცხადეს რადიო თავისუფლების აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ხაჯიდა ისმაილოვას, რომელიც სამართალდამცველებმა კოლეგის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობის ბრალდებით დააპატიმრეს.

გაერთიანებული ერების წევრმა ქვეყნებმა 1948 წლის 10 დეკემბერს „ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის“ სახით მნიშვნელოვანი დოკუმენტი შექმნეს. მას შემდეგ 10 დეკემბერს ეს მოვლენა მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე.

Information

This entry was posted on 10/12/2014 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე