”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

საჯარო სკოლებს შორის ტურნირში მეორე სკოლამ გაიმარჯვა

ახალციხის საჯარო სკოლებს შორის ტურნირი მინიფეხბურთში დასრულდა. ფინალში ერთმანეთს მეორე და მესამე საჯარო სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ. ფინალურ მატჩში გამარჯვება მეორე სკოლის მიერ წარმოდგენილმა გუნდმა მოიპოვა. ანგარიში მათ სასარგებლოდ 5:4 დასრულდა.

ფინალისტები მერიის წარმომადგენლებმა მედლებით თასებით, სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს.

ტურნირი ახალციხის მერიიის ორგანიზებით 4 დეკემბერს დაიწყო, მასში მონაწილეობა 7–მა გუნდმა მიიღო.

Information

This entry was posted on 09/12/2014 by in სპორტი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე