”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამცხე–ჯავახეთში 93 წარჩინებული მოსწავლე კომპიუტერით დაჯილდოვდა

სამცხე–ჯავახეთის რეგიონში  93 წარჩინებულ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერი გადაეცა. დაჯილოება დღეს ახალციხის #5–ე საჯარო სკოლაში გაიმართა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან საჩუქარი  დამამთავრებელი კლასის იმ  მოსწავლეებმა მიიღეს, რომელთა საბაზო საფეხურის ნიშანი, დამრგვალების გარეშე,10 ქულაა.

აღნიშნულ აქტივობას უწყება პროექტ ,,ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში ახორციელებს. hp–ის ფირმის ნოუთბუქები დღეს რგიონის 6–ვე მუნიციპალიტეტის წარჩინებულმა მოსწავლეებმ მიიღს. მათგან 53   მოზარდი ახალციხიდან იყო.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე