”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

xandzari   ბორჯომში ხანძარს 60 წლის ქალბატონი ემსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს.

ცეცხლი ლიკანში მესხეთის ქუჩაზე ერთ საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ადგილზე მისულმა მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ სახლში ქალის დამწვარი ცხედარი აღმოაჩინეს. როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, ქალბატონი სახლში მარტო ცხოვრობდა.  სწორედ მისი სახლიდან გადავიდა ცეცხლი  მეზობელ სახლებზე. ბარაკის ტიპის საცხოვრებელში ოთხივე ბინა დამწვარია.

ბორჯომის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურში შეტყობინება ხანძრის შესახებ დღეს გამთენიისას შევიდა.  შემთხვევის ადგილზე საჭირო გახდა ახალციხის სახანძრო ჯგუფების გამოძახებაც. ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათში მოხერხდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდო მიზეზად ელექრტოგამათბობელი სახელდება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე