”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

გურიის გუბერნატორის შემდეგ, აკაკი მაჭუტაძის გათავისუფლებაზეც საუბრობენ

gubernatori  გურიის გუბერნატორის შემდეგ თანამდებობებს სხვა რეგიონების გუბერნატორებიც დატოვებენ ამის შესახებ, საინფორმაციო სააგენტო “პირველი რადიო” იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, პოსტებს დატოვებენ სამცხე–ჯავახეთის, კახეთის, სამეგრელოს და ქვემო ქართლის გუბერნატორები.  

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ აკაკი მაჭუტაძე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო რწმუნებული გურიის რეგიონში გიორგი ჩხაიძე თანამდებობიდან 5 დეკემბერს გადადგა.

 

 

Information

This entry was posted on 06/12/2014 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე