ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი ბესიკ ბლიაძე დამნაშავედ სცნო და 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
დაცვის მხარე მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის გადაწყვეტილების გასაჩივრებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში აპირებს.
ბესიკ ბლიაძის სასამრთლო პროცესი დაახლოებით 8 თვე მიმდინარეობდა. მას ბრალი მიმდინარე წლის 24 მარტს წაუყენეს. სსსკ-ის 341-ე მუხლის მიხედვით, ბლიაძე სამსახურეობრივ სიყალბეში დაადანაშაულეს.
25 მარტს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ყოფილ გამგებელს გირაო სახით 4,000 ლარი შეუფარდა და უფლებამოსილება შეუჩერა.
You must be logged in to post a comment.