ქალაქ ახალციხის საკრებულოს რიგით მე–10 სხდომა „გაერთიანებული დემოკრატების“ წევრმა პროტესტის ნიშნად დატოვა. ჯიმშერ გოგოლაურის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გაწერილი თანხა ხელოვნურად არის გაზრდილი. იგი კონკრეტულად, რუსთაველის ქუჩაზე არსებული ხიდის შესახებ საუბრობს.
დეპუტატი ამბობს, რომ სამუშაოებისათვის, დაახლოებით, 4000 ლარია გაწერილი, თუმცა მისი განხორციელება გაცილებით ნაკლები თანხებით არის შესაძლებელი. ჯიმშერ გოგოლაურმა სხდომაზე ქალაქის მერის დასწრებაც გააპროტესტა, მისი თქმით, გიორგი კოპაძე საკრებულოს საქმიანობგაში უხეშად ერევა.
რიგით მე–10 სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს, რომელიც ძირითადად, 2014 წლის ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებს შეეხო. ასევე, ისაუბრეს სოციალური დახმარების გაცემისა და საჯარო მოხელეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრის წესებზეც. დეპუტატთა განმარტებით, 5–ივე საკითხი ერთხმად დატკიცდა.
სხდომის გამართვის თაობაზე დღეს ადგილობრივ მედიას არ ეცნობა.