”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

შშმ პირები და ახალციხეში არსებული ინფრასტრუქტურა

ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც მრავალფეროვანი და გამორჩეულია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ოჯახში, სამსახურსა და ქუჩაში. ბარიერები, რომელთა გადალახვაც ხშირად უწევთ.   როგორია მათი  ყოველდღიური საქმიანობა და რას ასახელებენ საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის აუცილებელ პირობად, ,,მე–9 არხი” დაინტერესდა.

 გელა ბარძიმაძის ყოველი დილა საკუთარი ოთახის, როგორც თვითონ უწოდებს ,,სამფლობელოს“ მოწესრიგებით იწყება. 32 წლის წინ, არასწორი ქირურგიული ჩარევის გამო მიღებული ტრამვის მიუხედავად, იგი სახლში დაუბრკოლებლად გადაადგილდება. მაშინ, როცა დედა სამასხურშია, გელა  დღეს დამოუკიდებლად იწყებს და ცდილობს ყოველი საათი აქტიურად გამოიყენოს. ამბობს, რომ სარეაბილიტაციო კურსებიდან ახალციხეში დარუნების შემდეგ მას საზოგადოებაში ინტეგრაცია არ გასჭირვებია.

გელა ბარძიმაძის დღე დამოუკიდებლად იწყება და მეგობრებთან ერთად გრძელდება. ბიჭები მასთან ყოველდღიურად იკრიბებიან და გართობის საშულებებსაც ერთად ნახულობენ. მაშინ, როცა დახურულ სივრცეში ყოფნა სწყინდება, გელა  მეგობრების დახმარებით ქუჩაში გადის.  მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან ბიჭები უკვე შეჩვეული წესებით ჩადიან და მიუხედავად ამინდის ცვალებადობისა ახალციხის ქუჩებს ერთად მიუყვებიან. გელა ბარძიმაძისთვის ქალაქში გადაადგილებისას  მთავარ პრობლემას პანდუსების არ არსებობა, უფრო ხშირად კი არასწორი დაგეგმარება ქმნის. ამბობს, რომ თუკი დამხმარე გვერდით არ ჰყავს, ისეთ პატარა ქალაქშიც კი, როგორიც ახალციხეა, მისთვის მარტო სიარული შეუძლებელია.

იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დახმარებოდა, გელა ბარძიმაძემ მეგობრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნა. ,,ყველა ყველასათვის“,  2013 წლის მარტის თვეში ჩამოყალიბდა. მისი წევრები სხვადასხვა  პრობლემის მქონე ადამიანებს საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის ეხმარებიან. ორგანიზაცია  განხორციელებულ აქტივობებს საზოგადოებას საკუთარი ფეისბუქ გვერდიდან აცნობს. იმ საჭიროებებსა და გამოწვევებს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ახალციხეში თითქმის ყოველდღიურად ხვდებათ, ორგანიზაციის წევრები ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებს აცნობენ.

შშმ პირთა რეაბილიტაციისა და ინტეგრაციისათვის ახალციხეში დღის ცენტრები: ,,მწვანე სახლი“ და ,,ტალიტა კუმი“ ფუნქციონირებს. ქალაქში არსებობს სპეციალიზებული სკოლა, რომელიც მსგავსი პრობლემების მქონე არასრულწლოვნების ინტეგრაციისათვის მუშაობს.

ოფიციალური ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 200–მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ზრდასრული პირია. მათი საჭიროებებისა და უფლებების დასაცავად აქ მხოლოდ  ,,ყველა ყველასთვის“ ზრუნავს. თუმცა ორგანიზაციას ამ დრომდე საოფისე ფართი არ აქვს. მისი წევრები ამბობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისგან დაპირება მიიღეს, თუმცა მის განხორციელებას ამ დრომდე ელიან.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე