”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

“მომავლის თაობა” – ახალი პროგრამა სამოქალაქო განათლების გაძლიერებისთვის

10846266_10204296851274110_7220321522805948102_nახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში სამოქალაქო განათლების  ახალი პროგრამის „მომავლის თაობის“ პრეზენტაცია გაიმართა. მის მიზანს სამოქალაქო განათლების გაძლიერება წარმოადგენს.

სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, პროგრამაში  42 საჯარო სკოლა ჩერთვება.  სასწავლო დაწესებულებები  დამხმარე სახელმძღვანელოებს მიიღებენ. იგეგმება პედაგოგთა გადამზადება, სასკოლო სამოქალაქო კლუბების შექმნისათვის მხარდაჭერა,  სკოლისა და საზოგადოების სასარგებლოდ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში  მოსწავლეთა ხელშეწყობა და სხვა.

პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით,  ორგანიზაცია PH International-ის მიერ   და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. მასში ჩართულია ქვეყნის 11 რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაცია.  მათ შორისაა ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი.

სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით, პროგრამა საქართველოს 480 სკოლას  დახმარებას გაუწევს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე