”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მე–6 სკოლას ისევ ვერ ათბობენ

meeqvse skola    ახალციხის მე–6 საჯარო სკოლაში სწავლა მიმდინარეობს, თუმცა დაწესებულებაში გათბობის პრობლემა ვერც დღეს მოგვარდა.  სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მცირე რაოდენობა მივიდა, საგაკვეთილო პროცესი მაინც არ ჩაშლილა.  ეკა დალალიშვილის თქმით, გათბობის სისტემას ტექნიკოსთა ჯგუფი დღის ბოლომდე დაამონტაჯებს და ხვალიდან სისტემა ჩაირთვება.

სკოლაში გათბობის ახალი სისტემა, რისთვისაც ბუნებრივი აირი გამოიყენება, მიმდინარე წელს დამონტაჟდა. თუმცა სისტემის გამართვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

სიცივის გამო, 2 დეკემბერს სასწავლო დაწესებულებაში საგაკვეთილო პროცესი ჩაიშალა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე