”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში ,,ახალგაზრდა უფლებადამცველთა” ჯგუფი ჩამოყალიბდა

,,ახალგაზრდა უფლებადამცველები“  – ასე ჰქვია 12 წევრიან ჯგუფს, რომელიც ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ბაზაზე ჩამოყალიბდა. ამასთან დაკავშირებით, გუნდის წევრებმა მედისათვის  ბრიფინგი მოაწყეს.  როგორც ისინი ამბობენ, ,,აუდ“–ის შექმნის მიზანს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაღვევის გამოვლენა და დაცვა, ასევე, საზოგადოების სამოქალაქო და სამართლებრივი ცობიერების ამაღლება წარმოადგენს.

ახალგაზრდა უფლებადამცველების თქმით, მათ პირველი კვლევა სწორედ ადამიანის უფლებების შესახებ გააკეთეს. მათივე ინფორმაციით, 100 გამოკითხული მოქალაქიდან 82 მათგანს მიაჩნია, რომ მათი უფლებები არ ირღვევა, რაც ადამიანის უფლებების შესახებ, მათი ინფორმირებულობის დონის ნაკლებობას მიუთითებს.

,,აუდ“–ის წევრების თქმით, ისინი მოსახლეობას უსასყიდლოდ დაეხმარებიან და კონფიდენციალობა დაცული იქნება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე