”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

პირველ და მეორე საჯარო სკოლებში დირექტორები ვერ აირჩიეს

meeqvse skola    პირველ და მეორე საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოებმა დირექტორები ვერ აირჩიეს.

პირველ საჯარო სკოლაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დირექტორობის კანდიდატად ჟუჟუნა გოგოლაური წარადგინა. მას მხარი სამეურვეო საბჭოს წევრთაგან 6–მა მათგანმა დაუჭირა, 9–მ კი დირექტორად მისი კანდიდატურა არ ისურვა.

რაც შეეხება მეორე საჯარო სკოლას ცენტრალურმა უწყებამ აქ ბელა დიასამიძის კანდიდატურა წარადგინა. მას სამეურვეო საბჭოს 8 წევრიდან მხარი მხოლოდ სამმა დაუჭირა. შესაბამისად, იგი დირექტორად ვერ აირჩა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნულ სკოლებში პედაგოგიური კოლექტივის მხრიდან ზეწოლა მოხდა, რის გამოც მათ, განათლების სამინისტროს მიერ შათავაზებული კანდიდატი არ აირჩიეს.

სკოლებში, სადაც დირექტორების არჩევა ვერ მოხდა,  ზოგადი განათლების შესახებ კანონის 42–ე მუხლის მე–6 პუნქტის საფუძველზე, მოვალეობის შემსრულებელს 6 წლის ვადით   განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დანიშნავს.

შეგახსენებთ, რომ სამეურვეო საბჭოებმა დირექტორები აირჩიეს ახალციხის ორ სკოლაში. მეხუთე საჯარო სკოლას ინგა ვარდიძე უხელმძღვანელებს, ხოლო, მეექვსე საჯარო სკოლას – გია კაპანაძე.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე