,,ბესიკ ბლიაძის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა შანტაჟს, ამიტომ მჯერა, რომ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გაოიტანს“– ეს განცხადება ახალციხის ყოფილი გამგებლის ადვოკატმა ნუგზარ სამარჯიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულებისას გააკეთა. მისი თქმით, დოკუმენტების ავთენტურობა, რომელთა გაყალბებაც ბრალად ბესიკ ბლიაძეს ედება, ბრალდებს მხარეს არ დაუდგენია, ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურა ასევე ბესიკ ბლიაძის მიზანსა და მოტივს ვერ ასაბუთებს.
ახალციხის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესზე დღეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა დასკვნიტი სიტყვა წარმოადგინეს. საბოლოო რეპლიკებს ორივე მხარე 4 დეკემბერს წაიკითხავს, რის შემდეგაც, ცნობილი გახდება მოსამართლის გადაწყვეტილება. შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესი, ახალციხის რაიონულ სასამართლოში უკვე რვა თვეა მიმდინარეობს. ბესიკ ბლიაძეს ბრალი მიმდინარე წლის 24 მარტს წაუყენეს. სსკ-ის 341-ე მუხლის მიხედვით, მას ბრალად სამსახურეობრივი სიყალბე ედება. 25 მარტს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ყოფილ გამგებელს გირაო სახით 4,000 ლარი შეუფარდა და უფლებამოსილება შეუჩერა.