”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის #6 საჯარო სკოლას გია კაპანაძე უხელმძღვანელებს

GIA KAPANADZE

         გია კაპანაძე

სამეურვეო საბჭოს  გადაწყვეტილებით  ახალციხის #6 საჯარო სკოლას სოფელ ანის სკოლის ყოფილი დირექტორი გია კაპანაძე უხელმძღვანელებს.

სამინისტროს მიერ წარდგენილი 2 კანდიდატიდან სამეურვეო საბჭოს წევრებმა მხარი მას 6 ხმით ორის წინააღმდეგ დაუჭირეს.

მეექვსე საჯარო სკოლა ერთადერთია ქალაქ ახალციხეში, სადაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, დირექტორობის ორი კანდიდატი წარადგინა.  ქეთევან პარუნაშვილსა და გია კაპანაძეს შორის სამეურვეო საბჭოს წევრებმა არჩევანი გია კაპანაძეზე შეაჩერეს.

ახალციხის #6 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში  3 პედაგოგი, სამი მშობელი, ერთი მოსწავლე და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ წარდგენილი იპროვნება შევიდნენ.

inga vardidze

    ინგა ვარდიძე

დირექტორი არჩეულია ახალციხის მეხუთე საჯარო  სკოლაშიც. სამეურვეო საბჭოს წევრებმა ინგა ვარდიძე ერთხმად აირჩიეს.

ახლად არჩეული ხელმძღვანელები მოვალეობის შესრულებას სამინისტროს ბრძანების საფუძველზე შეუდგებიან.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე