”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოები დირექტორების ასარჩევად ემზადებიან

ახალციხის საჯარო სკოლებში,  სამეურვეო საბჭოები,  დირექტორების ასარჩევად ემზადებიან. მათ დღეს კანდიდატების მიერ წარმოდგენილი სკოლის განვითარების სტრატეგიული გეგმა მოისმინეს, 2 დეკემბერს კი კენჭისყრით გადაწყდება, გააგრძელებენ  თუ არა ისინი დირექტორის პოზიციაზე  მუშაობას.  

გია კაპანაძე იმ სერთიფიცირებულ დირექტორთა შორისაა, რომელთაც, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტესტირება, შემდეგ კი გასაუბრება წარმატებით გაიარეს. ამ ეტაპზე, იგი კენჭს ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში იყრის. დირექტორობის მსურველმა სკოლის სამეურვეო საბჭოს, დაწესებულების განვითარების გეგმა უკვე  წარუდგინა და მათ დასმულ კითხვებსაც უპასუხა. დღესვე, მეექვსე სკოლაში პრეზენტაცია მეორე კანდიდატმაც წარადგინა. ქეთევან პარუნაშვილმა პედაგოგების პროფესიულ წინსვლაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ ამ კუთხით საგანმანათლებლო დაწესებულება და მისი ადმინისტრაცია იმუშავებს. ორივე კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციას, სამეურვეო საბჭოს წევრები, სკოლის ყოფილი დირექტორი, პედაგოგები და მშობლები დაესწრნენ.

დღესვე, სამეურვეო საბჭოს, სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა ახალციხის მეორე საჯარო სკოლაშიც წარუდგინეს. დირექტორობის კანდიდატმა ბელა დიასამიძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და დაწესებულების ადმინისტრაციას პრობლემების გადაჭრის გზები გააცნო. მეორე საჯარო სკოლაშიც კანდიდატის პრიორიტეტი სკოლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მოსწავლეთა კონტიგენტის გაზრდაა. ბელა დიასამიძემ აღნიშნა, რომ ღრელის სკოლაში, 19 წლიანი გამოცილება საშუალებას მისცემს დაწესებულება წარმატებულად მართოს. პრეზენტაციას ზედაპირული უწოდა მეორე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალოების შემსრულებელმა. მარინა ზედგინიძემ აღნიშნა, რომ გეგმაში პრობლემების გადაჭრის გზები დასაბუთებული არ არის.

სკოლის განვითარების სტრატეგიული გეგმა, პირველი სკოლის  დირექტორობის კანდიდატმაც წარადგინა. ჟუჟუნა გოგოლაურმა საკუთარი  ხედვა სამეურვეო საბჭოს წევრებს გააცნო.  თუმცა, პირველი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ კანდიდატმა საკუთარი უფლებები არ გამოიყენა და მშობლებთან და მოსწავლეებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. მაკა ჯანაშვილის თქმით, გეგმა, რომელიც გოგოლაურმა წარმოადგინა, მისთვი,ს როგორც რიგითი მსმენელისთვის არადამაკმაყოფილებელია.

სამეურვეო საბჭოს სკოლის განვითარების გეგმა წარუდგინა მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატმაც. ინგა ვარდიძემ პროცესის გადაღებაზე „მეცხრე არხს“ უარი განუცხადა. კანონმდებლობის მიხედვით,  საჯარო პრეზენტაციის შემდეგი ეტაპი ფარული კენჭისყრაა, რომელიც ახალციხის საჯარო სკოლებში 2 დეკემბერს გაიმართება. ხმებს სამეუვეო საბჭოს წევრები დაითვლიან და იმ შემთხევაში თუ კანდიდატი მინიმუმ 4 ხმას მაინც მიიღებს, ის სკოლის დირექტორის პოზიციაზე დაინიშნება. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ კანონის 42–ე მუხლის მე–6 პუნქტის საფუძველზე,  კანდიდატს 6 წლის ვადით ცენტრალური უწყება  დანიშნავს.

Information

This entry was posted on 01/12/2014 by in განათლება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე