”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენში რწმუნებულების პოზიციას 20–დან მხოლოდ 7 მათგანი დაიკავებს

ადიგენის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი  34 მონაწილიდან მხოლოდ 18–მა მათგანმა გაირა,  მათ შორის 7–მა  რწმუნებულმა. დარჩენილი 14  პოსტი, რომელიც  ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლებს შეადგენ, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კვლავ ვაკანტური რჩება.

როგორც  საკონკურსო კომისიის წევრი და სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, ვაკანტურ თანამდებობეზე  კონკურსი დეკემბრის ბოლომდე  ხელახლა გამოცხადდება.

რაც შეეხება, კონკურსის წარმატებულ მონაწილეებს, გიორგი მიქელაძის თქმით, შესაბამისი ოქმები უკვე მზად არის და მათ ადიგენის გამგებელი  თანამდებობებზე უახლოეს დღეებში წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი, ოქტომბრის ბოლოს, 32 თანამდებობაზე გამოცხადდა. დოკუმენტაცია ელექტრონულად 93–მა მონაწილემ  შეავსო. პირველ ეტაპზე, წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, 90  მათგანი შეირჩა. მეორე ეტაპის – ტესტირების  შემდეგ კი  მონაწილეებმა სპეციალურად შექმნილ კომისიასთან გასაუბრება გაიარეს.

Information

This entry was posted on 01/12/2014 by in ანონსი, პოლიტიკა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე