”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

კალათბურთის ტურნირში შემოსავლების სამსახურის გუნდმა გაიმარჯვა

ახალციხეში, ორგანიზაცია–დაწესებულებებს შორის კალათბურთის ტურნირი დასრულდა. ფინალური შეხვედრა შემოსავლების სამსახურისა და ახალციხის მერიის გუნდებს შორის შედგა. თამაში დაძაბულად წარიმართა, თუმცა გამარჯვება შემოსავლების სამსახურის გუნდმა, ორი ქულის სხვაობით მოიპოვა.

ორგანიზაცია–დაწესებულებებს შორის კალათბურთის ტურნირს ორგანიზება ახალხციხის მერიამ გაუწია. მასში მონაწილეობა შვიდმა გუნდმა მიიღო.

გამარჯვებულებს თასები, მედლები, სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის სპორტის განყოფილების უფროსის თქმით, მსგავსი სახის აქტივობები ახალციხეში მომავალშიც გაიმართება.

Information

This entry was posted on 28/11/2014 by in სპორტი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე