”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სკოლების დირექტორობის კანდიდატები სამეურვეო საბჭოებს წარედგინა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დირექტორობის კანდიდატთა სია გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული კანდიდატები ასარჩევად სამეურვეო საბჭოებს უკვე  წარედგინათ.    ახალციხის #1–ელი საჯარო სკოლაSi direqtorobis kandidati  ჟუჟუნა გოგოლაურია,  #2–ესკოლაში – ბელა დიასამიძე;  #5–ე სკოლაში – ინგა ვარდიძე,  #6–ე სკოლაში გივი კაპანაძე და ქეთევან პარუნაშვილი.

კანონმდებლობის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ სამინისტროს მიერ წარდგენილ კანდიდატს სამეურვეო საბჭო არ აირჩევს, ცენტრალური უწყება  მას  6 წლის ვადით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნავს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება დირექტორობის კანდიდატების შესახებ  მიმდინარე წლის 26 ნოემბრით თარიღდება.

ბრძანება შესაძლებელია გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე