”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

შსს-მ ბორჯომის მუნიციპალიტეტში უკანონოდ მოქმედი საწარმოები დალუქა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ- საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში უკანონოდ მოქმედი სამი საწარმო გამოავლინეს და დალუქეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულ საწარმოებში ფალსიფიცირებულ მინერალურ წყალს – „ბორჯომსა“ და „ლიკანს“ აწარმოებდნენ.

სამართალდამცველებმა საწარმოებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული 4650 ბოთლი ფალსიფიცირებული მინერალური წყალი, ასევე 1423 ბოთლის საცობი, 550 ბორჯომის ეტიკეტიანი ცელოფანი, 3 ცალი 200 ლიტრიანი პლასტმასის ავზი მინერალური წყლით, მინერალური წყლის ჩამოსასხმელი 4 დანადგარი, 1 ჟანგბადის ბალონი, გაზიანი წყლის დასამზადებელი სპეციალური აპარატი, 3 დამხმარე ხელსაწყო და პოლიეთილენის შესაფუთი კუსტარული დანადგარი ამოიღეს.

გამოძიება ფალსიფიკაციის და ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა- გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 197-ე პრიმა და 197-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

Information

This entry was posted on 26/11/2014 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე