”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენში მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა

2, adigeni partiebi.avi_000107520   დღეს ადიგენის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა. მესამე ეტაპზე კომისიის წინაშე გასაუბრება 34–მა მონაწილემ გაიარა. როგორც საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, მინდია ჯელია განმარტავს, გასაუბრებისას კონკურსანტებს კითხვები კონკრეტული თანამდებობების მიხედვით დაუსვეს. დაინიშნებიან თუ არა ისინი საჯარო სამსახურში, ამაზე პასუხი  ცნობილი ხვალ, 27 ნოემბერს გახდება.

დასაქმებული კონკურსანტების სია ადგილობრვი თვითმმართველობის ვებ–გვერდზე აიტვირთება. კონკურსანტს შედეგების გასაჩივრება საპრეტენზიო კომისიაში 5 დღის ვადაში შეუძლია. შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი, ოქტომბრის ბოლოს, 32 თანამდებობაზე გამოცხადდა. დოკუმენტაცია 93–მა აპლიკანტმა შეავსო, მათგან პირველი ეტაპი, ანუ საბუთების გადარჩევა 90–მა მათგანმა გაიარა. მეორე ეტაპზე, მათ მონაწილეობა ტესტირებაში მიიღეს, სადაც კონკურსანტს 60 –დან მინიმუმ 33 ქულა უნდა აეღო. აღნიშნული კითხვარი გამოცდების ეროვნულმა ცეტრმა მოამზადა.

ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ, საკონკურსო კომისიამ კონკურსანტებთან გასაუბრება  მოაწყო. მის შემადგენლობაში კომისიის თავმჯდომარე,  მინდია ჯელია  და წევრები გოდერძი სხირტლაძე, იმედა მღებრიშვილი, იმედა ხომასურიძე, ვაჟა მერაბიშვილი, ნოდარ ბაღდოშვილი და სამხარეო ადინისტრაციის წარმომადგენელი– გიორგი მიქელაძე შედიან.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე