”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

,,რატომ ვერ ტოვებს მსხვერპლი მოძალადეს“-თემაზე ახალციხეში იმსჯელეს

,,რატომ ვერ ტოვებს მსხვერპლი მოძალადეს“– აღნიშნულ თემაზე  ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ისაუბრეს. აუდიტორიის შეკითხვებს ფსიქოლოგებმა და იურისტებმა უპასუხეს. ოჯახში ძალადობის შესახებ დისკუსიაში მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა მიიღეს.

შეხვედრას ორგანიზება ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა გაუწია. აღნიშნულ თემაზე დისკუსია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომელიც სათავეს 1991 წლიდან იღებს. კამპანია 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. 25 ნოემბერი შერჩეულია, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის, ხოლო 10 დეკემბერი, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე