ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქისა და თემის საკრებულოებმა აღმასრულებელ ორგანოს ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით დღეს გადაუგზავნეს, რომელსაც გამგეობასა და მერიაში შეასწორებენ და კანონით განკუთვნილ 10 დღის ვადაში წარმომადგენლობით ორგანოს დასამტკიცებლად დაუბრუნებენ. თუმცა ფინანსური დოკუმენტს სააბოლოოდ მიღებამდე, საკრებულო კიდევ ერთხელ განიხილავს.
2015 წლისათვის ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტი 6 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო გამგეობის 3 მილიონ 840 ათას ლარს შეადგენს.
წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი პირები ამბობენ,რომ მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დეკემბრის ბოლომდე დამტკიცდება.