”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის პროკურატურამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეული დაიწყო

მთავარი პროკურატურის ინიციატივით, მიმდინარე კვირა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულად გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქალაქ ვალის პირველ საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა.

ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილემ შეკრებილ პედაგოგებს ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ კატეგორიის დანაშაულის აღმოფხვრის გზებზე საჭირო ინფორმაცია მიაწოდა.

დავით ჯინჭველაძემ მათ სტატისტიკური მონაცემებიც გააცნო, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობის გამო 2007–2014 წლებში სასჯელი 110 ქალს და 117 მამაკაცს შეეფარდა. 2013 წლის იანვრიდან –2014 წლის იანვრამდე პერიოდში კი მოძალადე 289 მამაკაცი და 21– ქალია.
ახალციხის რაიონული პროკურატურა მსგავს შეხვედრებს 26 ნოემბერს დაბა ადიგენსა და ასპინძაშიც გამართავს. 27 ნოემბერს – ახალქალაქში, ხოლო 28 ნოემბერს ბორჯომში.

Information

This entry was posted on 25/11/2014 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე