”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მუნიციპალიტეტში ბრუცელოზის 10 შემთხვევა დაფიქსირდა

ახალციხის მუნიციპალიტეტში ბრუცელოზის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა.

ამის შესახებ, დღეს გამგეობის თათბირზე გახდა ცნობილი. ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფორსის თქმით, მსხვილფეხა პირუტყვში დაავადების 10 შემთხვევა სოფლებში: წყალთბილასა და წყრუთში გამოვლინდა.

გამგეობაში ამბობენ, რომ ამ დროისათვის თემის სხვა სოფლებში დაავადების შემთხვევები არ ფიქსირდება და არ არსებობს ბრუცელოზის გავრცელების საფრთხე ადამიანებში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს დაავადების შემთხვევები რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში, მათ შორის დიდი რაოდენობით ადიგენსა და ასპინძაშიც დაფიქსირდა.

Information

This entry was posted on 25/11/2014 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე