”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში გარემოს დაცვის საკითხები განიხილეს

როგორ მოვახდინოთ გარემოს დაცვითი საკითხების ადვოკატირება – ამასთან  დაკავშირებით დღეს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმსჯელეს. შეხვედრას რეგიონის მასშტაბით, სტუდენტები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.  ტრენერებმა მონაწილეებს გარემოს დაცვით საკითხებსა და ადვოკატირების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და განუმარტეს, თუ როგორ შეიძლება აღნიშნულის მეშვეობით სხვადასხვა პრობლემა მოგვარდეს.

ტრენინგის მონაწილეებმა დღესვე საქართველოს ტყის პორტალის შესახებაც შეიტყვეს. სამომავლოდ სამუშაო ჯგუფი პრობლემების ადვოკატირებას და აღნიშნულ პორტალზე  მის პოპულარიზაციას მოახდენს.

ტრენინგი  „საქართველოში კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ მიერაა ორგანიზებული, რომელიც ქვეყნის 7 რეგიონში ახორციელებს პროექტს – „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“.   პროექტის მიზანს ტყესთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება,  საჯარო  დისკუსიების მოწყობას და შემდეგ საკითხების შესაბამის უწყებებთან ლობირება წარმოადგენს.

Information

This entry was posted on 25/11/2014 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე